წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ვიალიმ ლონდონის “ჩელსის” გაწვრთნის სურვილი ღიად დააფიქსირა. მოგეხსენებათ, იტალიელი “სტემფორდ ბრიჯზე” დიდ ხანს თამაშობდა და იქაური გარემო მისთვის ნაცნობია.
“დიდი იმედი მაქვს, რომ “ჩელსის” იტალიელი ჩაიბარებს. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, “არისტოკრატებს” 4 იტალიელი სპეციალისტი წვრთნიდა და მათი ურმავლესობა ამას წარმატებით აკეთებდა. ყველაფერი შესაძლოა მოხდეს, მაგრამ იმედია, “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად მე დამნიშნავენ”, - უთხრა ვიალიმ Sky Sports-ს.
“ჩელსის” ახალი მწრვთნელი ზაფხულიდან ჩაუდგება სათავეში.