ფეხბურთი

17:29 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიალი: “პირლომ და “ტოტენჰემმა” მოლაპარაკებები გამართეს”

ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ, შესაძლოა, კარიერა ლონდონის “ტოტენჰემში” განაგრძოს. აღნიშნულ ინფორმაციას წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი ავრცელებს.

“ჩემი ინფორმაციით, პირლომ და “ტოტენჰემმა”, მომავალი წლის კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები უკვე გამართეს.” – განაცხადა ვიალიმ Sky Italia-ს ეთერში.

34 წლის პირლოსა და “იუვენტუსს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ “ტოტენჰემს” ფეხბურთელის ხელში უფასოდ ჩაგდება შეუძლია.

0.111929