ფეხბურთი

19:14 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემს" ალმეიდა მოუნდა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ბეშიქთაშის" ყოფილი ცენტრალური ფორვარდი უგო ალმეიდა "ვესტ ჰემის" ინტერესის სფეროში მოექცა. 30 წლის ფეხბურთელს თურქულ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

პორტუგალიური მედიის ცნობით, ალმეიდასადმი ინტერესს ფრანკფურტის "აინტრახტი" და "გალათასარაიც" იჩენენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის კონტრაქტს შესთავაზებენ "ჩაქუჩები" პორტუგალიელ ფეხბურთელს.

გასულ სეზონში უგო ალმეიდამ თურქული კლუბის მაისურით 33 შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ შედეგიანადაც _ 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემა. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე პორტუგალიელმა თავდამსხმელმა გერმანიის წინააღმდეგ, პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონტს დაემშვიდობა.

 

გიორგი ბალახაძე

0.115141