ფეხბურთი

17:38 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემმა” “ვულვზიდან” ცენტრალური მცველი ინათხოვრა

ლონდონის “ვესტ ჰემმა” სეზონის ბოლომდე იჯარით ცენტრალური მცველი როჯერ ჯონსონი აიყვანა, რომლის სატრანსფერო უფლება “ვულვზს” ეკუთვნის.

30 წლის ჯონსონი გამოცდილი მოთამაშეა. 2008 წელს. მან “კარდიფის” შემადგენლობაში ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ითამაშა, ხოლო 2011 წლეს “ბირმინგემთან” ერთად ლიგის თასი მოუგო. მას პრემიერლიგაში 100-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებია.

ჯონსონის მიწვევა იმითაც იყო გამოწვეული, რომ ამჟამად, ლონდონელთა ერთბაშად სამი ცენტრალური მცველი, უინსტონ რიდი, ჯეიმს კოლინსი და ჯეიმს ტომკინსი ტრავმირებულნი არიან.

ჯონსონის დებიუტი შესაძლოა ოთხშაბათს ლიგის თასის ნახევარფინალში “მანჩესტერ სიტისთან” სტუმრად ჩასატარებელ მატჩში შედგეს.

0.15341