ლონდონის “ვესტ ჰემის” ფრანგმა ნახევარმცველმა ალუ დიარამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შესაძლოა მიმდინარე სეზონი სრულად გამოტოვოს.
32 წლის ფეხბურთელი “ჩაქუჩებს” ზაფხულში, “რენში” განათხოვრების ვადის ამოწურვის შემდეგ დაუბრუნდა და Lequipe-ს ინფორმაციით, 27 აგვისტოს ლიგის თასზე “ჩელტენჰემთან” 2:1 მოგებული მატჩისას მუხლი დაიზიანა.
“დიარას ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა. მან მუხლქვეშა მყესები გაიწყვიტა” - განაცხადა “ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა.
წინასწარი ვარაუდით, მისი მკურნალობა და აღდგენითი პროცესი ძალიან დიდ დროს დაიკავებს და ის ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.