ფეხბურთი

14:45 | 23.12.2013 | ნანახია 809 - ჯერ

“ვესტ ჰემის” მცველს სასამართლო ელის

ლონდონის “ვესტ ჰემის” მცველ ჯეიმს ტომკინსს სასამართლო და სერიოზული სასჯელი ემუქრება.

ინგლისის პოლიციის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა:

“დამნაშავეს იანვარში სასამართლო გამოარკვევს. მას ბრალი ბრენტვუდის ღამის კლუბის მახლობლად პოლიციელზე თავდამსხმაში დასდეს ბრალი. 21-იდან 22 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით 00:30 საათზე კლუბიდან პოლიციაში შევიდა შეტყობინება წესების დარღვევის შესახებ. თანამშრომლები ადგილზე გამოცხადდნენ და პოლიციელზე თავდამსხმის, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ალკოჰოლური თრობის ფონზე დებოშის მიწყობის ბრალდებით ჯეიმს ტომკინსი დააკავეს”.

სავარაუდოდ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” 1:3 მარცხის შემდეგ ტომკინსი “დარდს იქარვებდა” და სიმთვრალეში ნერვები ვეღარ მოთოკა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:55 | 23.12.2013
MU012FC (9145)

ჰა ჰა )
"ტომკინსი დარდს იქარვებდა" მაგარი იყო :დდდ

0.121366