ფეხბურთი

17:11 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემი” კეროლის შეძენას ნანობს

ლონდონის “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ თავდამსხმელ ენდი კეროლში ამხელა თანხის გადახდა არასწორი გადაწყვეტილება იყო.

ზაფხულში “ჩქუჩებმა” 24 წლის ინგლისელი ფორვარდის სანაცვლოდ კლუბისთვის სარეკორდო თანხა, 15 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ის მოედანზე ჯერაც არ გამოჩენილა. ვარაუდობენ, რომ კეროლი ვარჯიშის განახლებას მხოლოდ სამი კვირის შემდეგ შეძლებს.

“რომ გვცოდნოდა ის ასე დიდხანს ვერ ითამაშებდა, მასთან კონტრაქტს არ გავაფორმებდით. ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდარი კლუბი, რომ მსგავს სიტუაციებს მშვიდად შევხვდეთ. მედპერსონალი გვარწმუნებდა, რომ კეროლი თამაშს სექტემბერში შეძლებდა, თუმცა... ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გვიყვარს და პატივს ვცემთ ენდის. ის ფანტასტიური ფეხბურთელია და ვიმედოვნებ, სეზონის ბოლოს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით აზრსაც შევიცვლი” - განაცხადა “ვესტ ჰემის” ერთ-ერთმა თანამფლობელმა დევიდ სალივანმა BBC-სთან საუბარში.

 

0.121329