ფეხბურთი

12:34 | 10.08.2013 | ნანახია 3542 - ჯერ

“ვესტ ჰემი” დაუნინგს ყიდულობს

ინგლისის “ლივერპულის” ნახევარმცველი სტიუარტ დაუნინგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, დიდი ალბათობით, “ანფილდს” დატოვებს და კარიერას ლონდონში გააგრძელებს.

The Telegraph-ის ცნობით, “ჩაქუჩები” 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით მერსისაიდელებთან უკვე მართავენ მოლაპარაკებას.

“ვესტ ჰემმა” “ლივერპულს” სტიუარტის სანაცვლოდ ერთხელ უკვე შესთავაზა 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი, მაგრამ უარი მიიღო, ახლა კი, სატრანსფერო თანხის 6 მილიონამდე გაზრდას გეგმავს, რაც “წითლების” მოთხოვნასთან ახლოსაა. დაუნინგმა პრემიერლიგის გასული სეზონის 29 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.



კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:10 | 10.08.2013
mushni (93569)

ბოლტი ლეგენდაააააააა მიდი ჰუსეინ

0.060588
3542