ფეხბურთი

21:29 | 18.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ბრომვიჩი" ლესკოტს ეპატიჟება

 

"ვესტ ბრომვიჩის" ახალი მწვრთნელი ალან ირვინი “მანჩესტერ სიტის" მცველით ჯოლეონ ლესკოტით დაინტერესდა. ირვინი 31 წლის ინგლისელ ფეხბურთელს "ევერტონში" მუშაობის პერიოდიდან იცნობს.

"ლესკოტისადმი ინტერესი ნამდვილად არსებობს, მას ძალიან კარგად ვიცნობ და მისი შესაძლებლობებიც ვიცი. მასთან ერთად რამდენიმე წელიწადი გავატარე. სეზონის ბოლოს, როდესაც "სიტი" ჩემს ყოფილ კლუბ "ევერტონს" ხვდებოდა, ლესკოტს ვესაუბრე - იმედია მოვლენები ჩვენს სასიკეთოდ განვითარდება და ფეხბურთელი "ვესტ ბრომვიჩში" გადმოვა."

შეგახსენებთ, რომ ჯოლეონ ლესკოტს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს უმთავრდება და ინგლისელს "სიტიდან" აბარგება უკვე გადაწყვეტილი აქვს. ფეხბურთელისადმი დიდ ინტერესს "ასტონ ვილა" იჩენს. ბირმინგემელები მას კვირაში 55 000 გირვანქას სთავაზობენ.

გასულ სეზონში ლესკოტმა "ქალაქელებთა" რიგებში მხოლოდ 24 მატჩი ჩაატარა.

გიორგი ბალახაძე

0.139492