ჩეხი კალათბურთელი იან ვესელი სტამბულის “ფენერბაჰჩეში” ჩაირიცხა და ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ჩეხი ფორვარდი ევროპაში ნბა-ში გატარებული 3 სეზონის შემდეგ ბრუნდება, რომლის განმავლობაშიც იგი საშუალოდ 3.6 ქულას და 2.5 მოხსნას აგროვებდა.
იანი ოკეანის გაღმა “ვაშინგტონის” და “დენვერის” ღირსებას იცავდა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების უმთავრესი მეტოქეა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ვესელი ამ ზაფხულს ეროვნულ გუნდში თამაშს არ აპირებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კოვაჩიჩმა დაგლიჯა წუხელ
მაგარი გუნდი და სულ ვბალეშიკობ თუ საქართველოს არ ეთამაშება. აი რა არი სწორი მიდგომა და საერთოდაც 98 წელს სასწაული მოახდინეს და ქვეყანაში სადაც გაგანია ომი იყო მესამე აიღეს. მაგარი ხალხი და მაგარი გუნდი
ამათ გუნდს უნდა დაარქვან პატრიოტები მაგარი ხალხია თავს აკლავენ ნაკრებს,პიანიჩი თუ ცოცხალი იყო და კიდე თამაშობდა არ მეგონა