ფეხბურთი

17:26 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერტონგენი სეზონის სტარტს გამოტოვებს

ლონდონის “ტოტენჰემის” ცენტრალური მცველი იან ვერტონგენი სეზონის სტარტს გამოტოვებს. ამის მიზეზი წინასასეზონო მზადების დროს მიღებული ტრავმაა.

ჰონგ კონგში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, “სანდერლენდთან” გამართულ მატჩში, ვერტონგენი მოედანზე მე-2 ტაიმში შევიდა და ტრავმაც მიიღო. როგორც გაირკვა, 26 წლის უკანახაზელს კოჭი აქვს დაზიანებული, რის გამოც, მას სამ კვირაზე მეტი გაუცდება.

0.120565