ფეხბურთი

15:24 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერტონგენი მალე დაბრუნდება

 

ლონდონის “ტოტენჰემის” მცველმა იან ვერტონგენმა “ლივერპულთან” პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (0:4) მოედანი იძულებით დატოვა, მაგრამ როგორც გაირკვა, ტრავმა არცთუ სერიოზულია. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

ორშაბათს, ბელგიელს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. უკანახაზელს ტერფი აქვს დაზიანებული, მაგრამ დიდი ალბათობით, “ტოტენჰემს” უახლოეს მატჩშივე დაეხმარება.

ლონდონელთა წინასწარი პროგნოზით, ვერტონგენს მძიმე ტრავმა უნდა ჰქონოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. მატჩის შემდეგ, ბელგიელი ყავარჯნების დახმარებით გადაადგილდებოდა, მაგრამ სადღეისოდ გაცილებით უკეთაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096249