ფეხბურთი

18:05 | 15.08.2014 | ნანახია 481 - ჯერ

ვერონმა "ესტუდიანტესის" პრეზიდენტობის სურვილი დაადასტურა

 

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ხუან სებასტიან ვერონი, "ესტუდიანტესის" პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის. აღნიშნული ინფორმაცია თავად 39 წლის ვერონმა დაადასტურა.

"ესტუდიანტესის" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ვარ. ჩემი სურვილია, კლუბი გავაუმჯობესო და მოდერნიზებული გავხადო. გადაწყვეტილება უცაბედად არ მიმიღია და ამ იდეაზე დიდი ხანია ვმუშაობ." _ განაცხადა ვერონმა.

არგენტინული კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ენრიკე ლომბარდია. "ესტუდიანტესის" საპრეზიდენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:29 | 15.08.2014
psv2015 (222)

stripslashes((strlen('http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))

18:10 | 15.08.2014
ჩიჩარიტო (18039)

ხუანს სებასტიან ვეროოოონ. ჩელსიადნ მახსოვს 20 ნომრით თამაშობდა. მერე მემგონი იტალიაში წავიდა

19:05 | 15.08.2014
dpj-001 (1572)

ჩელსიში ვერ იყო ისეთი როგორიც პარმაში და ლაციოში მე მაგ დროიდან მახსოვს

0.132907