ფეხბურთი

11:54 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერონი მოედანს უბრუნდება

არგენტინული “ესტუდიანტესის” ნახევარმცველი ხუან სებასტიან ვერონი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მოედანზე გასასვლელად მზადაა. ამის შესახებ არგენტინული მედიასაშუალებები იუწყებიან.

38 წლის შუახაზელის დაბრუნებას “ოლდ ბოისთან” არგენტინის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში ვარაუდობენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ვერონს ტერფის ტრავმა ჰქონდა და ლაზარეთში იმყოფებოდა.

ცნობისათვის, “ესტუდიანტესი” “ოლდ ბოისს” 15 თებერვალს დაუპირისპირდება.

 

0.11717