ფეხბურთი

21:01 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერმალენმა ვარჯიში დაიწყო

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეული ტომას ვერმალენი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა. ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო.

ვერმალენი “არსენალიდან” “ბარსელონაში” ტრავმირებული გადავიდა, რის გამოც, ის წინასასეზონო მზადების დროს ვარჯიშს ვერ ახერხებდა. კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ლა ლიგის პირველ ტურში, “ელჩეს” წინააღმდეგ, ის მაინც ვერ ითამაშებს.

0.115629