ლონდონის “არსენალის” მცველმა ტომას ვერმალენმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” პირადი კონტრაქტი არ შეუთანხმებია. ბელგიელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში იმყოფება და მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიქრობს.
“ვიცი, რომ ჩემზე ბევრს საუბრობენ და ჭორებიც მრავლად ვრცელდება, მაგრამ მათგან სიმართლე არცერთია. მესმის, რომ გულშემატკივრებს ჩემს ირგვლივ შექმნილი ვითარება აინტერესებთ, მაგრამ ახლა ბრაზილიაში ვარ და მხოლოდ ბელგიის ნაკრებზე ვფიქრობ”, - განუცხადა ვერმალენმა ბრიტანულ მედიას.
რამდენადაც ცნობილია, ვერმალენს “არსენალიდან” აბარგება გადაწყვეტილი აქვს.