ფეხბურთი

17:16 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერმალენი “მანჩესტერს” უახლოვდება

 

“მანჩესტერ იუნაიტედს” ლონდონის “არსენალის” მცველის – ტომას ვერმალენის შეძენა დიდი ხანია სურს და ამჟამად, საწადელთან ძალზე ახლოსაა. “მეთოფეთა” თავკაცი არსენ ვენგერი ბელგიელის გასასხვისებლად მზადაა.

“დიახ, ტრანსფერი ალბათ შედგება. დიდი შანსია, ვერმალენმა ჩვენი გუნდი დატოვას. თუ ტომასი წავა, მისი შეცვლა მოგვიწევს, რადგან ბელგიელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა”, - განუცხადა ვენგერმა ბრიტანულ მედიას.

რამდენადაც ცნობილია, “მანჩესტერი” ვერმალენში 12 მილიონ გირვანქას იხდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114431