ბრიტანული მედიის ცნობით, ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" მცველმა ტომას ვერმალენმა “მანჩესტერ იუნაიტედთან" პიროვნულ შეთანხმებას მიაღწია.
28 წლის ფეხბურთელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ ის კლუბში სათამაშო დროის უქონლობას უჩივის. ბელგიელი ფეხბურთელი ამჟამინდელი ხელფასით, კვირაში 70 000 გირვანქით უკმაყოფილოა და იმედოვნებს, "მანჩესტერში" ანაზღაურება 100 000 გირვანქამდე ექნება.
ჯერჯერობით კლუბებს შორის ტრანსფერთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკება არ დაწყებულა. გასულ სეზონში ვერმალენმა "არსენალის" რიგებში მხოლოდ 21 შეხვედრა ჩაატარა.
გიორგი ბალახაძე