“არსენალის” ცენტრალური მცველი ტომას ვერმალენი დარწმუნებული არაა, რომ ის მომდევნო სეზონშიც ლონდონურ გუნდში ითამაშებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელი უკანახაზელის დამატების სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთქვამს, ხოლო არსენ ვენგერი 28 წლის ფეხბურთელს მხოლოდ მას შემდეგ შეელევა, რაც მის შემცვლელს მოძებნის.
“ნამდვილად არ ვიცი, სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში – “არსენალში”, თუ სხვა გუნდში. მთელს ჩემს ყურადღებას მსოფლიოს ჩემპიონატი იქცევდა. უფრო მეტი რამ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც კლუბის წარმომადგენლებს დაველაპარაკები.” – ციტირებს ვერმალენის სიტყვებს Sky Sports-ი.