ფეხბურთი

19:55 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვერდერმა” ობრანიაკის ტრანსფერი დაადასტურა

29 წლის პოლონელი შემტევი ლუდოვიკ ობრანიაკი კარიერას “ვერდერში” განაგრძობს. ბრემენულმა გუნდმა ფრანგული ფესვების მქონე ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა.

“ვერდერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდმა “ბორდოსთან” შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელთან 2016 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია.

ლუდოვიკ ობრანიაკი “ბორდოში” 2012 წელს, “ლილიდან” გადავიდა. მას შემდეგ, საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 68 თამაშში მან 14 გოლი გაიტანა.

0.1212