ბრემენის “ვერდერი” “ბორდოს” ნახევარმცველ ლუდოვიკ ობრანიაკს იანვრის სატრანსფერო სეზონში შეიძენს. ფრანგული პრესის ცნობით, 29 წლის შუახაზელი ბრემენში უკვე იმყოფება.
ხუთშაბათს, ობრანიაკს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რისი წარმატებით გავლის შემდეგაც, მხარეები 3.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. ჯერჯერობით, “ბორდო” და “ვერდერი” ოფიციალური განცხადებებისგან თავს იკავებენ.
როგორც ირკვევა, ობრანიაკის სანაცვლოდ, “ვერდერი” “ბორდოს” 2 მილიონ ევროს გადაუხდის. გარდა ამისა, პერიოდულად, ფრანგებს ბონუსებიც დაერიცხებათ.