ფეხბურთი

19:40 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვერდერი” დე ბრეინეს დაბრუნებისთვის მზადაა

გერმანული “ვერდერი” “ჩელსის” ბელგიელი შემტევი ნახევარმცველის, კევინ დე ბრეინეს სეზონის ბოლომდე გუნდში დაბრუნების წინაღმდეგი არაა.

დე ბრეინემ, გასული სეზონი, არენდის წესით, “ვერდერში” გაატარა. “ჩელსიში” დაბრუნებულ 22 წლის ფეხბურთელს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა და გარდა ამისა, ცოტა ხნის წინათ, მან ჟოზე მოურინიოსგან კრიტიკაც დაიმსახურა.

“თუ დე ბრეინეს გარკვეული პრობლემები ექნება, მზად ვართ, მისი დაბრუნების საკითხი განვიხილოთ. ასეთ შემთხვევაში, “ვერდერი” ფეხბურთელის ზამთარში დამატებას შეეცდება.” – ციტირებს ბრემენელთა გენერალური დირექტორის სიტყვებს Bild-ი.

0.127271