ძიუდო

17:09 | 1.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლ-ბრინჯაოების დღე

კიევში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასზე ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში – 50, 55, 60 და 66 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 მედალია – 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 31 მარტს საქმეში გია თენაძის გუნდის 10 წევრი ჩაერთო. 50 და 66 კილოგრამებში მთავარმა მწვრთნელმა უკრაინაში მხოლოდ თითო შეგირდი იახლა. 17-18 მარტს ჩატარებული ანთალიის ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი კუპატაძე კიევშიც კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა და უმსუბუქესი წონის შიდა კონკურენციაში ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. ზაზა მეგრელიშვილი (66 კგ) თურქულ ტურნირზე სულაც ჩემპიონი გახდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
55 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ოთხმა ძიუდოისტმა იჭიდავა და საერთო გუნდური ჩათვლისთვის ქულები ოთხივემ მოიპოვა, თუმც ფინალს ვერც ერთმა ვერ უწია. ბექა ნათათრალიშვილი და გიორგი კაციაშვილი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. ერეკლე არხოზაშვილი მეხუთე ადგილზე გავიდა, ხოლო ირაკლი ლიპარტელიანი – მეშვიდეზე.
60 კილოგრამში კობა მჭედლიშვილმა ევროპის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ იჭიდავა და ანთალიის მსგავსად, კიევშიც ვერცხლს დასჯერდა. ბექა უდესიანი მესამე ადგილზე გავიდა. ბექა სეხნიაშვილი და დიმიტრი ცაბაძე კი შვიდეულს მიღმა დარჩნენ.
დღეს მედლები 73, 81, 90 და +90 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება. საქართველოს ნაკრებს ოთხივე წონაში ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავს: თამაზ კირაკოზაშვილი, ვანო ჩურჩხელაშვილი (73 კგ), გიორგი ქურდიანი, ნიკა მოველიძე (81 კგ), დავით რამაზაშვილი, გიორგი გველესიანი (90 კგ), გიორგი ძებისაშვილი და ზაზა გოჯიაშვილი (+90 კგ).

ძიუდო
ევროპის თასი
ჭაბუკები
კიევი
31 მარტი


50 კგ
1 მაქსიმ ტოკარჩუკი (უკრაინა)
2 ბეკირბეკ მარგოევი (უკრაინა)
3 ირაკლი კუპატაძე (საქართველო)
3 დავიდ პეკალა (რუსეთი)

55 კგ
1 ბოგდან იადოვი (უკრაინა)
2 ილხან ბაბაზადე (აზერბაიჯანი)
3 ბექა ნათათრალიშვილი (საქართველო)
3 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)
5 ერეკლე არხოზაშვილი (საქართველო)
7 ირაკლი ლიპარტელიანი (საქართველო)


60 კგ
1 ილხან მამედოვი (აზერბაიჯანი)
2 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)
3 ბექა უდესიანი (საქართველო)

3 ანდრეი გოლუბოვი (უკრაინა)

66 კგ
1 სტარიბა ბუნჩიჩი (სერბეთი)
2 მიხაილ შიშინი (უკრაინა)
3 კრისტიან ბაზო (უკრაინა)
3 პეტერ ზადრო (ბოსნია ჰერცეგოვინა)
5 ზაზა მეგრელიშვილი (საქართველო)

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169625