ძიუდო

12:59 | 11.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვერც კედელაშვილმა და ტატალაშვილმა იყოჩაღეს

ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელი ფინალური პროგრამა საქართველოს ნაკრების წევრთა გარეშე ჩაივლის. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზაზა კედელაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა მხოლოდ 2-2 შეხვედრა მოიგეს, მერვედფინალში დამარცხდნენ და ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობნენ.
კედელაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი ყირგიზი აზატ კუბაკაევი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა ევროპის 3-გზის ჩემპიონს (66 კილოგრამში) ერთი ვაზარი გდებით, ერთიც გაფრთხილებებით აუღო. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - ორივე ძიუდოისტის ანგარიშზე თითო ვაზარი და იუკო იყო, დამატებითში კი მსაჯმა ქართველს მორიგი გაფრთხილება მისცა და გამარჯვებულად ყირგიზი გამოაცხადა. ამ შეხვედრამდე ზაზა კედელაშვილმა ალჟირელი მუსტაფა ბულემია და სამხრეთკორეელი გი-მან ბანგი იპონებით ჩამოიცილა.
ტატალაშვილმა ჩემპიონატი იემენელი ზეიად მატერის იოლად ძლევით გახსნა. ჩეხ იარომირ ჟეზეკსაც ნაადრევად მოუმთავრა საქმე, მაგრამ იაპონელ ჰიროუკი აკიმოტოსთან მეოთხე წუთზე შებოჭვაზე მოჰყვა.
მამაკაცთა 73 და ქალთა 57 და 63 კილოგრამებში გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო.

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097128