კალათბურთი

14:56 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერც კარმელოს 45-მა უშველათ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს მხოლოდ 2 მატჩი ჩატარდა. “ნიუ იორკ ნიქსმა”, რომლისთვისაც სეზონი არცთუ წარმატებულად დაიწყო, მშობლიურ “მედისონ სქვერ გარდენში” “ჰიუსტონ როკეტსი” მიიღო და 106:109 დამარცხდა.

ნიუ იორკელებს ვერც კარმელო ენტონის ჩინებულმა თამაშმა უშველათ, რომელმაც 45 ქულის ჩაგდება მოახერხა. “ნიქსმა” 8 მატჩში მე-5 მარცხი განიცადა და ატლანტის დივიზიონში ბოლოსწინა მე-4 ადგილზე იმყოფება, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-10 პოზიცია უკავია.

დრამატული გამოდგა დასავლეთ დივიზიონის ლიდერთა შორის მყოფი “გოლდენ სტეიტ უორიორსის” და “ოკლაჰომა სიტი სანდერის” მატჩი. შეხვედრის ბედი მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერის ანდრე იგუდალას მიერ ბოლო წამზე ჩაგდებულმა ბურთმა გადაწყვიტა – 116:115.

იგუდალას შეტევამ კარიერის საუკეთესო მატჩი გაუუფერულა სერჟ იბაკას. ოკლაჰომელთა ესპანელმა ლეგიონერმა თამაშიდან 14-დან 9 ტყორცნა გამოიყენა და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო და 27 ქულა მიითვალა, რაც ნბა-ში ასპარეზობის განმავლობაში, მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

 

ნიუ იორკი – ჰიუსტონი 106:109 (23:28, 29:25, 20:22, 34:34)

ნიუ იორკი: ენტონი (45 ქ. 10 მ.), ბარნიანი (24 ქ.), ჯეი არ სმიტი (15 ქ. 8 მ.), ფელტონი (8 ქ. 7 პ.), შამპერტი (2 ქ.); ჰარდუეი (8 ქ.), უორლდ პისი (2 ქ.), მარტინი (2 ქ.), პრიჯიონი, სტაუდმაიერი.

ჰიუსტონი: ჰარდენი (36 ქ. 9 მ.), პარსონსი (22 ქ.), ჰოვარდი (7 ქ. 15 მ. 4 დ.), ჯონსი (6 ქ. 8 მ.), ბევერლი (5 ქ.); ლინი (21 ქ.), გარსია (8 ქ.), კასპი (4 ქ.), ბრუკსი, ბრიუერი, სმიტი.

 

გოლდენ სტეიტი – ოკლაჰომა სიტი 116:115 (32:33, 30:29, 33:24, 21:29)

გოლდენ სტეიტი: ტომპსონი (27 ქ.), კარი (22 ქ. 9 პ.), ლი (20 ქ.), იგუდალა (14 ქ. 9 პ.), ბოგუტი (6 ქ. 7 მ.); ბარნსი (16 ქ.), გრინი (4 ქ.), ო’ნილი (4 ქ.), სპეიტსი (3 ქ.).

ოკლაჰომა სიტი: უესტბრუკი (31 ქ. 9 მ.), იბაკა (27 ქ. 13 მ.), დიურანტი (20 ქ. 7 მ. 8 პ.), სეფოლოშა (9 ქ. 9 მ.), ადამსი (3 ქ.); ჯეკსონი (12 ქ.), ლემბი (9 ქ.), კოლისონი (2 ქ.), ჯონსი (2 ქ.), ტაბიტი.

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა    8    8    0    0    0    759:676    1.000
2. მაიამი    8    5    0    0    3    854:801    0.625
3. ფილადელფია    9    4    1    1    3    949:974    0.556
4. ატლანტა    8    4    0    0    4    824:810    0.500
5. ჩიკაგო    6    3    0    0    3    554:546    0.500
6. შარლოტი    8    4    0    0    4    725:759    0.500
7. ტორონტო    9    4    0    1    4    876:854    0.444
8. ბოსტონი    9    4    0    0    5    852:860    0.444
9. ორლანდო    9    4    0    1    4    899:889    0.444
10. ნიუ იორკი    8    3    0    0    5    759:787    0.375
11. კლივლენდი    9    2    1    0    6    835:913    0.333
12. დეტროიტი    7    2    0    1    4    707:730    0.286
13. მილუოკი    7    2    0    0    5    656:692    0.286
14. ბრუკლინი    7    2    0    1    4    670:708    0.286
15. ვაშინგტონი    8    1    1 1    5    804:838    0.250

 

დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო    9    8    0    0    1    895:811    0.889
2. პორტლენდი    8    6    0    0    2    819:791    0.750
3. კლიპერსი    9    6    0    0    3    990:954    0.667
4. გოლდენ სტეიტი    9    6    0    0    3    947:884    0.667
5. მინესოტა    9    5    1    0    3    974:897    0.667
6. ოკლაჰომა სიტი    8    4    1    0    3    835:829    0.625
7. ფინიქსი    8    5    0    0    3    791:762    0.625
8. დალასი    8    5    0    0    3    854:826    0.625
9. ჰიუსტონი    10    5    1    1    3    1075:1058    0.600
10. დენვერი    7    3    0    0    4    703:706    0.429
11. ლეიკერსი    10    4    0    0    6    993:1058    0.400
12. მემფისი    8    2    1    0    5    757:795    0.375
13. ნიუ ორლეანი    9    3    0    0    6    872:890    0.333
14. საკრამენტო    7    2    0    0    5    661:687    0.286
15. იუტა    9    1    0    0    8    806:910    0.111
თეგებინბა
0.138862