ფეხბურთი

14:43 | 3.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერატის აგენტი “რეალს” შეხვდა

მადრიდის “რეალი” ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდა ნახევარმცველის – მარკო ვერატის შეძენითაა დაინტერესებული. L’Equipe-ს ცნობით, 21 წლის იტალიელის აგენტი დონატო დი კამპლი მადრიდში იმყოფებოდა, სადაც “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელებს შეხვდა.

სავარაუდოდ, “რეალი” პსჟ-ს ოფიციალური წინადადებით უახლოეს დღეებში მიმართავს. ჯერჯერობით, გარიგების ფინანსური დეტალები, უცნობია. საგულისხმოა, რომ ვერატის პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ვერატიმ 26 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა. 

 

0.12295