ფეხბურთი

20:41 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერატის აგენტი პსჟ-ს ხელფასის მომატებას სთხოვს

პსჟ-ს იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის აგენტი კვლავ ცდილობს პარიზული კლუბი დაარწმუნოს, რომ 20 წლის შუახაზელისთვის ხელფასის მომატება აუცილებელია.

“პსჟ-ს ვერატისთვის ხელფასის მომატებას ვთხოვთ, რადგან მარკოს შეძენის სურვილს “ფიორენტინა” გამოთქვამს და ჩემი კლიენტის დამატების წინააღმდეგი არც “იუვენტუსი” იქნება.” – ციტირებს იტალიელის აგენტის, დონატო დი კამპლის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

მარკო ვერატი პსჟ-ში გასულ ზაფხულში, “პესკარადან” გადავიდა. თავდაპირველად, ახალგაზრდა იტალიელი პარიზული კლუბის მომავლად იყო მონათლული, მაგრამ ვერატიმ მოლოდინს გადააჭარბა და საფრანგეთის ჩემპიონი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად უკვე გასულ სეზონში მოგვევლინა.

0.11528