ფეხბურთი

20:38 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერატის აგენტი: “მარკოსთვის რუდი გარსია იდეალური მწვრთნელი იქნებოდა”

“პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის აგენტი მიანიშნებს, რომ მისი კლიენტის “რომაში” გადასვლა გამორიცხული სულაც არაა.

ვერატი “პესკარადან” პსჟ-ში 2012 წელს გადავიდა. მას შემდეგ, მის იტალიაში შესაძლო დაბრუნებაზე ბევრი დაიწერა. 21 წლის ფეხბურთელს, ძირითადად, “ნაპოლის” უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა, თავად ვერატის “რომას” ვარიანტი ხიბლავს.

“ვერატი “რომაში” ადვილი წარმოსადგენია. მისთვის რუდი გარსია იდეალური მწვრთნელი იქნებოდა. თუმცა, ჩვენ უტოპიურ ვარიანტზე ვსაუბრობთ.” – აცხადებს ვერატის აგენტი დონატო დი კამპი.

0.116934