ფეხბურთი

18:36 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი პსჟ-სთან გაახანგრძლივებს

“პარი სენ ჟერმენის” ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი მაკრო ვერატი, უახლოეს მომავალში, კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ვერატი, რომელსაც იტალიური ფეხბურთის მომავალი შეგვიძლია ვუწოდოთ, პსჟ-ში გასულ ზაფხულში, “პესკარადან”, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 20 წლის ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობები პირველივე სეზონში დაამტკიცა და ახალი კონტრაქტიც დაიმსახურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერატი ხელშეკრულებას ერთი წლით, 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება.

0.121646