ფეხბურთი

15:30 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

როგორც ფრანგული გამოცემა  L'EQUIPE იტყობინება, იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მარკო ვერატი, პსჟ-სთან კონტრაქტს 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.

21 წლის იტალიელს ამჟამინდელი ხელშეკრულება პარიზელებთან 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში, ვერატის გადაბირება რამდენიმე ევროპულ გრანდს სურდა, თუმცა ფრანგებმა ნახევარმცველი შეინარჩუნეს.

21 წლის იტალიელმა საფრანგეთის ლიგა ერთის 2014/15 წლების სეზონის სტარტზე ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და "ბასტიასთან" შეხვედრაში საგოლე გადაცემაც მიითვალა.

გიორგი ბალახაძე

0.129582