ფეხბურთი

19:38 | 5.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი: “მსჯიან იმის გამო, რომ პსჟ-ში გადმოვედი”

“პარი სენ ჟერმენის” ახალგაზრდა ნახევარმცველი მარკო ვერატი წუხს იმის გამო, რომ მას იტალიის ეროვნულ ნაკრებში იშვიათად იძახებენ. 21 წლის ფეხბურთელის აზრით, ამის მიზეზი მისი პსჟ-ში გადასვლაა.

“შესაძლოა, საფრანგეთში გადასვლის გამო ასე მსჯიან. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პსჟ ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია, ხოლო იტალიური გუნდებიდან მერვედფინალში მხოლოდ “მილანი” გავიდა.

ოცნების ასასრულებლად და მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად თავდაუზოგავად მუშაობას განვაგრძობ. ბრაზილიაში წასვლისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული.” – აცხადებს ვერატი.

მარკო ვერატის იტალიის ეროვნულ ნაკრებში 4-ჯერ უთამაშია. უკანასკნელად ეს გასული წლის აგვისტოში მოხდა.

0.118982