ფეხბურთი

20:02 | 30.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერ გავედით

სამწუხაროდ, საქართვლოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა, არადა, ელიტრაუნდის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ ჯგუფში პირველ ადგილზე იყო. ისე მოხდა, რომ ბოლო სათამაშო დღის წინ ოთხივე გუნდს შეეძლო პირველობა და საბოლოოდ მასპინძელი ავსტრიელები უფრო იღბლიანები აღმოჩდნენ.

პირველი ტაიმი ქართველების უპირატესობით დაიწყო. ჩვენებმა ორჯერ სახიფათოდ შეუტიეს, ზარანდიამ ცოტა უზუსტოდ დაარტყა, თევზაძეს კი მეკარე შლაგერმა აუღო. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-14 წუთზე თავი ნიკოლა ჟივოტიჩმა გამოიჩინა. 10 წუთში ადრიან გრბიჩმა მეორედ დააწყებინა ჭაბუკ “ჯვაროსნებს” ცენტრიდან. თუმცა, ტაიმის მიწურულს ჩვენებურთა ლიდერმა ლუკა ზარანდიამ ერთი ბურთი გაქვითა და მატჩის გადარჩენის პატარა იმედი გაგვიჩინა. მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა ქართველები ცდილობდნენ, ჯემალ ტაბიძემ ხარიხასაც მოარტყა ბურთი, მაგრამ მასპინძლებიც სახიფათოდ “იკბინებოდნენ.” პარალელურ შეხვედრაში ირლანდიამ და სერბეთმა 1:1 ითამაშეს.

ავსტრია – საქართველო 2:1 (2:1)

30 მარტი. ვენა. “ფურ ვიენი”

ავსტრია: შლაგერი, პერიჩი, ლერშერი, გლუჰაკოვიჩი, პრობსტი, ტურში, ხორვატი, რიპიჩი (შტაინერი 72), გრბიჩი (ბაუმგარტნერი 80+1), პელეგრინი, ჟივოტიჩი

მწვრთნელი: ჰერმან შტადლერი

საქართველო: გოშაძე, პატარკაციშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, გელაშვილი, შულაია, თევზაძე (ჩაბრაძე 67), გოროზია (ბერიძე 63), ხარაიშვილი, ზარანდია, რომან ჭანტურია

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გოლები: 1:0 ჟივოტიჩი (14), 2:0 გრბიჩი (24), 2:1 ზარანდია (38)

გაფრთხილება: პელეგრინი (36), ლერშერი (69); მარგველაშვილი (24), გელაშვილი (39),

მსაჯი: იაროსლავ კოზიკი (უკრაინა)

 

1 ავსტრია 3 2 0 1 3:2
6
2 სერბეთი
3 1 1 1 3:2
4
3 ირლანდია
3 1 1 1 2:4 4
4 საქართველო 3 1 0 2 4:4
3

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09683