ფეხბურთი

12:24 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერს პოდოლსკი არ ეთმობა

ლონდონის “არსენალის” თავკაც არსენ ვენგერს ლუკას პოდოლსკის გასხვისება არ სურს. ფრანგი სპეციალისტი გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევს დიდ ნდობას უცხადებს და მის შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობს.

“პოდოლსკის გოლები მახარებს, რადგან ბოლო დროს არცთუ ხშირად თამაშობდა. ლუკასი მატჩებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და გოლების გატანაც ეხერხება. გუნდში პოდოლსკი ყველას უყვარს და მის შენარჩუნებას მაქსიმალურად ვცდილობ. რა თქმა უნდა, როდესაც ფეხბურთელი იშვიათად თამაშობს, შესაძლოა, უკმაყოფილო იყოს. მიუხედავად ყველაფრისა, მის შედეგიანობას დადებითად ვაფასებ”, - უთხრა ვენგერმა Sky Sports-ს.

რამდენადაც ცნობილია, პოდოლსკის შეძენა გელზენკირხენის “შალკეს” სურს.

 

0.121121