ფეხბურთი

20:28 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერს ჟირუს მეწყვილე ჭირდება

არსენ ვენგერს სურს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისმა გუნდმა ისეთი თავდამსხმელი დაიმატოს, რომელიც ოლივიე ჟირუსთან ერთად ითამაშებს.

“2-3 ფეხბურთელი გვჭირდება, მათ შორის თავდამსხმელიც. ოლივიე ჟირუმ, შესაძლოა, მიმდინარე სეზონში, ზედმეტად ბევრი თამაში ჩაატარა.

ნათელია, რომ კიდევ ერთი შემტევი ფეხბურთელისთვის ადგილი გვაქვს. მას უნდა შეეძლო ჟირუსგან განსხვავებულ პოზიციაზე თამაშიც და მასთან ერთა წყვილში მოქმედებაც.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Sky Sports-ი.

ოლივიე ჟირუმ, მიმდინარე სეზონში, 47 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

0.120486