ფეხბურთი

12:40 | 21.03.2014 | ნანახია 872 - ჯერ

ვენგერმა ხელფასის მომატება იუარა

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა. ბრიტანული პრესის ცნობით, “მეთოფეები” ფრანგ სპეციალისტს ანაზღაურების გაზრდასაც კი სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თავად მწვრთნელმა თქვა.

ამგვარად, მხარეები კონტრაქტს უცვლელი პირობებით გაახანგრძლივებენ. ხელფასის სახით, ვენგერი წელიწადში 7.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს, ან 9 მილიონ ევროს მიიღებს. ლონდონელები ფრანგს ჯამაგირის მილიონით გაზრდას სთავაზობდნენ, მაგრამ მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მისი ამჟამინდელი ანაზღაურება შრომის შესაბამისია.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მწვრთნელებს შორის, ვენგერი ანაზღაურებით ლონდონის “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს ჩამორჩება და მეორე ადგილს იკავებს.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:11 | 05.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დღეს ნომერ პირველია გერმანელი. დიდია ძაან

0.133991
872