ფეხბურთი

12:32 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერმა ვუჩინიჩის თემას წერტილი დაუსვა

“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა უარყო ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია ლონდონურ კლუბში “იუვენტუსის” თავდამსხმელის მირკო ვუჩინიჩის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. ბრიტანული პრესის ცნობით, “მეთოფეებს” 30 წლის ჩერნოგორიელის იჯარის წესით აყვანა სურთ.

“ჩვენ შემადგენლობის გაძლიერებაზე ვფიქრობთ, მაგრამ კონკრეტულად ვუჩინიჩზე არა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ უახლოეს მომავალში მინდა სერიოზულ სატრანსფერო სიახლეზე მოგახსენოთ” – განაცხადა ვენგერმა.

0.125137