ფეხბურთი

17:20 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერმა სანჩესის ტრანსფერი დაადასტურა

 

“ბარსელონას” თავდამსხმელ ალექსის სანჩესის ლონდონის “არსენალში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. ინტერნეტპორტალ Sport-ის ცნობით, ჩილელ ფორვარდთან მოლაპარაკების დასრულების შესახებ ინფორმაცია უკვე “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმაც დაადასტურა და ისიც განაცხადა, რომ ტრანსფერის სანაცვლოდ “არსენალი” დაახლოებით 38 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, კატალონიური კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ახლახან განაცხადა, რომ ალექსის სანჩესის ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი მის სანაცვლოდ “ბარსელონა” დიდ თანხას მიიღებს. თავად ფეხბურთელს კი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება სურს.

0.115957