ფეხბურთი

11:05 | 19.12.2013 | ნანახია 990 - ჯერ

ვენგერის სიაში ადრიან რამოსიც მოხვდა

გუშინ ბრიტანულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლონდონის “არსენალი” ზამთრის სატრანსფერო სეზონზე მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ დიეგო კოსტას შეძენას გეგმავს. გერმანული პრესის ცნობით კი, ლონდონელები “ჰერტას” თავდამსხმელ ადრიან რამოსს აკვირდებიან.

ამ უკანასკნელს ბერლინურ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს, მაგრამ სავარაუდოდ, იქამდე გაყიდიან, რადგან მსურველების ნაკლებობას არ უჩივიან. “არსენალის” გარდა რამოსის გადაბირება დორტმუნდის “ბორუსიასაც” უნდა.

“არსენალის” მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის ინტერესის სფეროში კი თურმე კოსტასა და რამოსის გარდა მადრიდის “რეალის” ფორვარდი ალვარო მორატა და “ლივერპულელი” ლუის სუარესიც შედიან.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:25 | 19.12.2013
chamilo (33560)

რამოსი კარგი ფორვარდია და ჰერტაზე უკეთეს კლუბს იმსახურებს,დორტმუნდში გაასწორებს

11:24 | 19.12.2013
Lucky Luciano (3296)

კაი ტიპები იყვნენ ეს და ლასოგა ჰერტაში. რა უნდოდა რო გადაყვა მეორე ბუნდესლიგაში წასულიყო კარგ გუნდში რამდენი მეტობა დაუსვია ჰერტას მეორე ბუდნესლიგაში რაც ამას ვლოცავდი

11:17 | 19.12.2013
მადრიდისტა (17021)

არსენ ოცნებას კაცი არ მოუკლავს :დ

0.132959