ფეხბურთი

16:15 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი უოლკოტს იცავს

ლონდონის “არსენალის” შემტევმა თეო უოლკოტმა, გუშინ “ტოტენჰემთან” 2:0 მოგებული მატჩისას, როდესაც მოედნიდან საკაცით გაყავდათ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემტკივრებისთვის დამცინავი ჟესტის გაკეთება მოახერხა და ეს ამბავი პრესის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

მანამდე 24 წლის ფეხბურთელმა უწყინარ სიტუაციაში მუხლის ტრავმა მიიღო და მატჩის შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს ჟურნალისტებისთვის ახსნა-განმარტების მიცემა მოუხდა.

“ექიმებმა თქვეს, რომ როდესაც ტეო მოედნიდან გაყავდათ, მათ მონეტები ტყვიებივით ეცემოდათ. მათ უოლკოტის დაცვაც მოუხდათ და თეომაც ასეთი ჟესტი ამის გამო გააკეთა. ის სულაც არ იყო შეურამცხყოფელი და ვფიქრობ, საფეხბურთო ასოციაციას ფეხბურთელის დასჯის საბაბი არ გააჩნია. თუმცა, მსგავსი რამ თუ მოხდება მაინცდამაინც არ გამიკვირდება” - განაცხადა ვენგერმა.

0.119177