ფეხბურთი

17:34 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “უფრო მშვიდად უნდა გვეთამაშა”

 

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, “მანჩესტერთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პირველ ტაიმში, მისი გუნდი ზედმეტად ჩქარობდა.

“ჩემი გუნდის მიერ პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაში არ მომეწონა. გოლი სტანდარტიდან გავუშვით და რაც ყველაზე მთავარია, რატომღაც, ძალიან ვჩქარობდით. შედეგად, ვაკეთებდით ბევრ არაზუსტ გადაცემას და ბურთს ვკარგავდით. უფრო მშვიდად უნდა გვეთამაშა.

მე-2 ტიამში სიტუაცია გამოვასწორეთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბევრი მომენტი შევქმნებით, მაგრამ სამწუხაროდ, მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის გასული ტურის ცენტრალურ მატჩში, “მანჩესტერმა” “არსენალი” რობინ ვან პერსის ერთადერთი გოლით დაამარცხა, რის შედეგადაც, “წითელმა ეშმაკებმა” “მეთოფეებთან” ჩამორჩენა 5 ქულამდე შემაცირეს.

0.119675