ფეხბურთი

10:31 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “თამაში ჩვენ მიგვყავდა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, დორტმუნდის “ბორუსიასთან” სტუმრად განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ გუნდის ახალწვეული დენი უელბეკი დაიცვა, რომელმაც გუშინ საკმაოდ სუსტად ითამაშა.

“უელბეკმა საკმაოდ კარგად დაიწყო, თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ მეორე ტაიმში დაღლა დაეტყო. მას ზეწოლის მოსახსნელად პირველი გოლის გატანა სჭირდება. მჯერა, თავის შესაძლებლობებს ბოლომდე წარმოაჩენს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, “ბორუსიამ” მოგება დაიმსახურა, მაგრამ ამაში ჩვენი უიღბლობაც დაეხმარა - გოლი შესვენებაზე გასვლის წინ გავუშვით. მეტოქემ ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ, ვფიქრობ, თამაში ჩვენ მიგვყავდა” – განაცხადა არსენ ვენგერმა.

 

ვასილ მშვილდაძე

0.116007