ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ფეხბურთში სტუმრად გატანილი გოლის წესის ადგილი აღარაა.
“გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგიდან სწორედ სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო გამოვვარდით. “არსენალმა”, “ბაიერნთან”, შინ 1:3 წააგო, მაგრამ სტუმრად 2:0 მოიგო.
UEFA-ს ამ წესის გაუქმებისკენ მოვუწოდებ, რადგან ის შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ბევრს უკვირს, რომ ამ საკითხზე ვსაუბრობ, მაგრამ ეს წესი თანამედროვე ფეხბურთის პრობლემად მიმაჩნია.
რატომ შემოიღეს ეს წესი თავის დროზე? იმ დროს, ტელევიზია განვითარებული არ იყო და გუნდს მეტოქის კარგად შესწავლის საშუალება არ ჰქონდა. ახლა, ტელევიზორში ყველაფერს აჩვენებენ და ყველაფრის ანალიზი ხდება, რის გამოც სხვაობა აღარაა.
გარდა ამისა, ევროტურნირების ფლეი ოფის პირველ მატჩში, მასპინძელი გუნდების მწვრთნელები მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ გოლი არ გაუშვან.” – ავრცელებს ვენგერის სიტყვებს Sky Sports-ი.