არსენ ვენგერისთვის, “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამართული მე-1000 თამაში ძალიან წარუმატებელი გამოდგა. მისმა გუნდმა “ჩელსისთან” 0:6 წააგო. მატჩის შემდეგ, ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ეს მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო.
“ეს მარცხი ჩემი ბრალია. მთელს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. არა მგონია ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრის მიზეზი არსებობდეს.
კარგი გაკვეთილი მივიღეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მარცხის შემდეგ, “სუონსისთან” მატჩამდე, სწორი რეაგირება მოვახდინოთ.
ეს თამაში ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო. მთელი კვირის განმავლობაში გუნდს ამისთვის არ ვამზადებდი.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს BBC.