ფეხბურთი

13:40 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “სიცოცხლის ბოლომდე “არსენალში” ყოფნა მინდა”

“არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მზადაა, კარიერის დასრულებამდე ლონდონურ კლუბში დარჩეს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან ისაუბრა.

“წარმოდგენა არ მაქვს, რამდენ ხანში მოვკვდები. ერთი კი ნამდვილად ვიცი, სანამ ცოცხალი ვიქნები, მინდა “არსენალში” ვიყო” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

არსენ ვენგერისა და “მეთოფეების” მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მხარეებს ახალ ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ, თუმცა ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებას უკვე მიაღწიეს და ურთიერთთანამშრომლობას კიდევ 2 წლით გაახანგრძლივებენ. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119535