ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ მის გუნდს შეტევაში უფრო ეფექტურად თამაში მართებს და სხვა მხრივ, “მეთოფეები” პრემიერლიგის ლიდერს, “მანჩესტერ სიტის” ბევრით არ ჩამორჩებიან.
“ჩვენსა და “სიტის” შორის სხვაობა 7 ქულა, რაც არაფერს ნიშნავს. ეს მხოლოდ 2 მოგებული თამაშია. საჭიროა გუნდმა განვითარება განაგრძოს.
თუ მიმდინარე სეზონს წინას შევადარებთ, ვნახავთ, რომ ლიდერთან ჩამორჩენა შევამცირეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ “არსენალმა” წინსვლა უნდა განაგრძოს. როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? თავდაუზოგავად მუშაობით.
“მანჩესტერ სიტიმ” 100 გოლის გატანა მოახერხა, რაც ამ გუნდის თავდასხმისთვის ფანტასტიკური შედეგია. ასეთივე მაჩვენებელი აქვს “ლივერპულს”. ჩვენ 66 გოლი გვაქვს გატანილი და სწორედ ამ მიმართულებით უნდა გავძლიერდეთ.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს The Telegraph-ი.