ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კმაყოფილია იმით, რომ მისი გუნდის ახალწვეულს, ალექსის სანჩესს, რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია.
“სანჩესს შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე თამაში. მას ყველა თვისება აქვს იმისათვის, რომ ინგლისის ჩემპიონატში წარმატებას მიაღწიოს.
ამჟამად არსებული მდგომარეობით, სანჩესის მარჯვენა ფლანგზე გამოჩენა შესაძლებელია, რადგან თეო უოლკოტი ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა.
სანჩესი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ჟირუსთან ერთად, ასევე მის გარეშე. ჩილელი თამაშობს როგორც 4-4-2, ასევე 4-3-3 სისტემის დროს. სწორედ ამიტომ გადავიხადეთ მასში ამხელა ფული. ალექსისს შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე პროდუქტიული იყოს.” – აცხადებს ვენგერი.
შეგახსენებთ, რომ სანჩესი “ბარსელონადან” “არსენალში” 42 მილინ ევროდ გადავიდა.