ფეხბურთი

13:03 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი პასუხს ამ კვირაში იტყვის

 

ლონდონის “არსენალის” მესაჭე არსენ ვენგერი ამ კვირაში გადაწყვეტს, გაახანგრძლივებს თუ არა კლუბთან კონტრაქტს. ამის შესახებ “დეილი მეილი” იუწყება.

“მეთოფეთა” ხელმძღვანელობამ ვენგერს ახალი 2-წლიანი კონტრაქტი ჯერ კიდევ დეკემბერში შესთავაზა, მაგრამ 64 წლის ფრანგმა ეს საკითხი სეზონის ბოლოსთვის გადადო. ლონდონელთა დამრიგებელი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ “არსენალმა” ინგლისის თასის ფინალში გააღწია, სადაც “ჰალთან” მოუწევს დაპირისპირება. ლონდონელები ვენგერს კონტრაქტს იმ შემთხვევაშიც გაუხანგრძლივებენ, თუ კლუბი უტიტულოდ დარჩება. ფრანგის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა ივნისში ეწურება.

0.118763