ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ადასტურებს, რომ ის კლუბს ახალი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა.
ფრანგი სპეციალისტის თქმით, ის ახალ ხელშეკრულებას 10 ივნისამდე გააფორმებს, ინგლისური პრესის ცნობით კი, ეს უახლოეს ორ დღეში მოხდება.
“დიახ, ახალ კონტრაქტს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გავაფორმებთ. მუნდიალზე 10 ივნისს მივემგზავრები.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Sky Sports-ი.
The Telegraph-ის ცნობით, ახალი კონტრაქტი ვენგერს “არსენალთან” 2017 წლამდე დააკავშირებს და ფრანგი სპეციალისტის წლიური ანაზღაურება 7.5 მილიონი ევრო იქნება.