ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ჯერჯერობით პირდაპირ არაფერს ამბობს.
64 წლის ფრანგ სპეციალისტს “მეთოფეებთან” მოქმედი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურება და მან საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ The Telegraph-თან პირდაპირ მაინც არ საუბრობს. თუმცა, ამავდროულად, ის ამბობს, რომ კარგი გუნდის შექმნის უნარი დაადასტურა და ამან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა გამოიწვიოს.
“არის მომენტები, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო და ამის შესახებ სახალხოდ განაცხადო. ეს ფრაზა ისე გაიგეთ, როგორც გსურთ. სეზონის დასაწყისში ვამბობდი, უნდა დამემტკიცებინა კარგი გუნდის გაკეთება რომ შემიძლია, რადგან ზოგს ამასთან დაკავშირებით ეჭვი გაუჩნდა. ახლა ჩვენ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია” - განაცხადა ვენგერმა.
პრემიერლიგაში ჩატარებული 21 ტურის შემდეგ, “არსენალი” 48 ქულით სატურინო ცხრილის პირველ ადგილზეა. გარდა ამისა, ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც წარმატებით გადალახეს და პლეი ოფის პირველ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნს” ეთამაშებიან.