ლონდონის “არსენალის” თავკაც არსენ ვენგერს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მიუნხენის “ბაიერნის” ბარიერს დაძლევს.
“არსენალს” მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ისეთ განწყობაზე ვართ, რომ არაფრის შეგვეშინდება და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჯერჯერობით, დაკარგული არაფერია და თავი უკვე გავარდნილად არ უნდა ჩავთვალოთ. მიუნხენში, შანსები უნდა გამოვიყენოთ და შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გავალთ. რა ტაქტიკით ვითამაშებთ? ჯერ არ გადამიწყვეტია”, - უთხრა ვენგერმა “მეთოფეთა” ოფიციალურ საიტს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონში გამართულ პირველ მატჩში, “ბაიერნმა” “არსენალს” 3:1 სძლია.